საგანმანათლებლო პროცესისა და მისი შედეგების ინტეგრალური მახასიათებელი, რომელიც გამოხატავს ზომას იმისა, თუ როგორ შეესაბამება ისინი საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დასახელებული პროცესი და როგორ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს იგი. რამდენადაც მოსაზრებები ამის შესახებ შესამჩნევად შორდებიან ერთმანეთს, იმდენად სხვადასხვაა ტერმინის გაგებაც. მთლიანობაში თანამედროვე განათლების ხარისხი განისაზღვრება ფაქტორების მთელი რიგით, რომლებიც განაპირობებენ მის სოციალურ ეფექტურობას, ისეთებს, როგორიცაა:
შინაარსი, რომელიც მოიცავს საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში სულიერი კულტურისა და გამოცდილების საუკეთესო მიღწევებს;
პედაგოგიური მუშაკებისა და სხვა განმანათლებლების მაღალი კომპეტენტურობა;
უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მათი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა;
ჰუმანისტური მიმართულობა;
ცოდნაში, გაგებასა და უნარებში მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების სისრულე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.