გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გაბ გაგ გაკ გამ გან გარ გახ

განათლებულობა

თვისება იმ პიროვნებისა, რომელიც განვითარების პროცესშია, მიღებული აქვს გამოცდილება, რომლის მეშვეობითაც მას აქვს უნარი, გარესამყაროში აიღოს სწორი ორიენტაცია, შეეგუოს მას, დაიცვას და გაამდიდროს იგი, მოიპოვოს მის შესახებ ახალი ცოდნა და ამის მეშვეობით საკუთარი თავი ამყოფოს მუდმივ და უწყვეტ სრულყოფაში. განათლებულობის კრიტერიუმებია ცოდნისა და აზროვნების სისტემურობა, რაც ვლინდება იმაში, რომ ადამიანს ლოგიკური მსჯელობების მეშვეობით შეუძლია, აქვს უნარი, დამოუკიდებლად აღადგინოს საკუთარი ცოდნის სისტემაში ის რგოლები, რომლებიც მას აკლია. „განათლებულობა არის ის, რაც რჩება მას შემდეგ, როცა ყველა ნასწავლი დავიწყებას მიეცემა“ (ძველი აფორიზმი).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9