ადამიანის ორგანიზმში, ფსიქიკაში, ინტელექტუალურ და სულიერ სფეროში რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებათა პროცესი, რომელიც განპირობებულია გარეგანი (ბუნებრივი და სოციალური გარემო, აღზრდა, კოლექტიური საქმიანობა, ურთიერთობა და სხვა.) და შინაგანი (ანატომიურ-ფიზიოლოგიური წანამძღვრები, პიროვნების საკუთარი აქტიურობა, რომელიც რეალიზდება საქმიანობაში), მართვადი (აღზრდა და თვითაღზრდა) და არამართვადი (გარემოს ობიექტური და სტიქიური გავლენა) ფაქტორების გავლენით.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.