გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გაბ გაგ გაკ გამ გან გარ გახ

განვითარების მანკები

განვითარების ანომალიები, ორგანიზმის ნორმალური აგებულებიდან გადახრათა ერთობლიობა. ისინი უნდა განვასხვაოთ ნორმის უკიდურესი ვარიანტებიდან. განვითარების მანკები წარმოიშობა სხვადასხვაგვარი შინაგანი (მემკვიდრეობითობა და სხვა.) და გარეგანი ვირუსული ინფექცია და სხვა.) ფაქტორების მოქმედების შედეგად. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან შეინიშნება განვითარების მანკების გახშირება. განვითარების მეთოდები – იგულისხმება მოსწავლის ფსიქიკური პროცესების განვითარება. ეს უკანასკნელი მიმდინარეობს ან აღზრდისა და სწავლების პროცესში ჩართულად, გზადაგზა, ან მიზანმიმართულად. პირველ შემთხვევაში ფსიქიკური პროცესების განვითარება მიმდინარეობს აღზრდის მეთოდებისა და სწავლების მეთოდების მეშვეობით. მეორე შემთხვევაში – მეხსიერების, ყურადღების, ემოციებისა და სხვა მისთანათა მიზანმიმართული განვითარების მეშვეობით. აქ კი ერთადერთი მეთოდია ვარჯიში (ვარჯიშობა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9