იგულისხმება მოსწავლის ფსიქიკური პროცესების განვითარება. ეს უკანასკნელი მიმდინარეობს ან აღზრდისა და სწავლების პროცესში ჩართულად, გზადაგზა, ან მიზანმიმართულად. პირველ შემთხვევაში ფსიქიკური პროცესების განვითარება მიმდინარეობს აღზრდის მეთოდებისა და სწავლების მეთოდების მეშვეობით. მეორე შემთხვევაში-მეხსიერების , ყურადღების ,ემოციებისა და სხვა მისთანათა მიზანმიმართული განვითარების მეშვეობით. აქ კი ერთადერთი მეთოდია ვარჯიში(ვარჯიშობა).
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.