ბავშვის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება იმ სწავლებას, რომელიც მიმდინარეობს „უახლოესი განვითარების ზონაში“; პედაგოგიური ზემოქმედებები წინ უსწრებენ, სტიმულსა და მიმართულებას აძლევენ, აჩქარებენ პიროვნების მემკვიდრეობით თვისებებს; ავითარებენ ერთმთლიან პიროვნულ თვისებებს: ცოდნას, უნარებსა და ჩვევებს; გონებრივი მოქმედების ხერხებს; პიროვნების თვითმართვად მექანიზმებს; ემოციონალურ-ზნეობრივ და საქმიანობრივ-პრაქტიკულ სფეროებს; ბავშვი არის საქმიანობისა და თავისი განვითარების სრულფასოვანი სუბიექტი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.