განვითარება მიმდინარეობს ბავშვის კულტურაში შეზრდის გზით და ემყარება მისი ბუნებრივი მომწიფების მიღწევებს; სწავლება არის განვითარების წყარო (მიმდინარეობს უახლოესიგანვითარების ზონაში); მოსწავლე უნდა იყოს სწავლების სუბიექტი და არა ობიექტი (სასწავლო პროცესში მოსწავლის სუბიექტურობის პრინციპი); სწავლება წინ უსწრებს განვითარებას და იწვევს მას (სწავლების წინსწრების პრინციპი); პრობლემურობის პრინციპი როგორც მოტივაციის პირობა; მოდელირების პრინციპი; სასწავლო საქმიანობის სტრუქტურაში ოთხი კომპონენტის გამოყოფა: სასწავლო ამოცანა, სასწავლო მოქმედება, კონტროლის მოქმედება და შეფასების მოქმედება; დიალოგ-პოლილოგის პრინციპი; ინფორმაციის მიწოდების დედუქციური ხერხი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.