პედაგოგიური შეფასების ერთ-ერთი სახე. პედაგოგიური შეფასება მაშინაა განმავითარებელი, როცა იგი ხელს უწყობს სწავლის მოტივაციის გაზრდას, სასწავლო პროცესის გზის გამკვალავია და უზრუნველყოფს უკუკავშირს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეთა მხრიდან. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები ძირეულად განსხვავდება შემაჯამებელი შეფასების ინსტრუმენტებისაგან, რომელთა დანიშნულება მიღწეული წარმატების შესახებ საბოლოო მონაცემების დადგენით ამოიწურება. განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები მოწოდებულია, რომ მუდმივად და უწყვეტად მიაწოდოს მასწავლებელს ინფორმაცია მოსწავლეთა აკადემიური ზრდის დინამიკის შესახებ, ეს ინსტრუმენტები უნდა ზომავდეს ამ დინამიკას ნებისმიერ მომენტში, და ამ გაზომვისას ნიუანსებში უნდა წარმოჩინდეს მოსწავლეთა ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი აკადემიური მზაობისა და პიროვნული განვითარებულობის დონე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.