განპირობების შედეგად შეთვისებული ან შეძენილი ნებისმიერი რეაქცია. კლასიკურ განპირობებაში პირობითი რეაქცია ის რეაქციაა, რომელიც აღმოცენებას იწყებს იმ სტიმულის გავლენით, რომელიც ადრე იყო ნეიტრალური. ოპერანტულ განპირობებაში ეს არის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს გაძლიერება. არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ ეს ტერმინი გამოყენებულ იქნას მხოლოდ კლასიკური განპირობებულობის სიტუაციების აღწერისას, მაგრამ ამ შეთანხმბას ყველა ავტორი არ იცავს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.