იგივეა, რაც პირობითი სტიმული. ეს არის ნებისმიერი სტიმული, რომელიც განპირობების შედეგად იწყებს განპირობებული რეაქციის გამოწვევას. პირობითი სტიმული თავდაპირველად ნეიტრალური სტიმულია, რომელიც განსაზღვრული რეაქციის გამოწვევის უნარს იძენს უპირობო სტიმულთან მისი გაერთიანების შედეგად. ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ კლასიკურ განპირობებულობაში, ოპერატიულ განპირობებულობაში ჩვეულებრივ გამოიყენება განმასხვავებელი სტიმული, რომელიც ქმნის პირობებს ოპერატიული რეაქციის აღმოცენებისათვის.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.