განსაზღვრის პროცესის შედეგი („პროცესის შედეგის დასახელება“, დევერბატივი). განსაზღვრის პროცესის შედეგი დეფინიციის სახით ფორმულირებულ წინადადებას წარმოადგენს. რაც შეეხება სიტყვას „განსაზღვრება“, იგი ენათმეცნიერული ტერმინია და დეფინიციასთან საერთო არაფერი არა აქვს ( დეფინიცია). განსაზღვრის სახეებია: ინტენსიონალური განსაზღვრა, რეალური განსაზღვრა, აქსიომატიკური განსაზღვრა, ნომინალური განსაზღვრა, ცხადი განსაზღვრა, არაცხადი განსაზღვრა, გენეტიკური განსაზღვრა, კონტექსტუალური განსაზღვრა, ინდუქციური განსაზღვრა, ოსტენსიური განსაზღვრა. განსაზღვრა უნდა განვასხვაოთ სხვა მოქმედებებისგან, რომლებიც ცნების არსს ბოლომდე არ ხსნიას. ასთებია: აღწერა – იმ განმასხვავებელი გარეგანი ნიშნების ჩამოთვლა, რომლებიც ხელს უწყობენ ცნების გამოყოფას სხვა ცნებათაგან; დახასიათება ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნების ჩამოთვლა; შედარება – ობიექტებს შორის ნიშნების დამთხვევისა და არდამთხვევის ფაქტის ფიქსირება; დემონსტრაცია – ცნების გაცნობა, მისი გვარისა და კლასის გამორკვევა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.