გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სუბიექტის შინაგანი ხარისხი, რომელიც ბაზირდება მის ადრინდელ გამოცდილებაზე, განსაზღვრულ სიტუაციაში განსაზღვრულ სავარაუდო აქტივობაზე. განწყობა წინასწარი გაფრთხილებით განსაზღვრავს ფსიქიკური საქმიანობის ნებისმიერი ფორმის გახსნა-გაფართოებას. იგი გამოდის, როგორც შემდგომი მოქმედებისათვის მობილიზირებულობის, მზაობის მდგომარეობა, განპირობებულია სუბიექტისათვის მოთხოვნილების ქონის შესაბამისი სიტუაციით და მისი დაკმაყოფილების აუცილებლობით. ადამიანს განწყობის ქონა საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ კონკრეტული ხერხით რეაგირება მოახდინოს ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ სოციალურ ხდომილობასა თუ მოვლენაზე. მოვლენა აღმოაჩინა გერმანელმა ფსიქოლოგმა ლანგემ 1888 წელს; განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია ექსპერიმენტალური გამოკვლევებისა და უამრავი ცდების შედეგად შექმნა დიმიტრი უზნაძემ და მისმა სკოლამ. გაუცნობიერებელ უმარტივეს განწყობებთან ერთად გამოყოფენ უფრო რთულ სოციალურ განწყობებს, პიროვნების ფასეულ ორიენტაციებს და ასე შემდეგ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.