საკუთარ სამყაროში (სოციალური, პირადი და ფარული) პარტნიორის შეშვებისათვის მზაობა; სოციალური გახსნილობა – ჩვენს სოციალურ სამყაროში პარტნიორის შეშვებისათვის მზაობა, მზაობა ურთიერთობისთვის, გაცნობისთვის, საკუთარი კოორდინატებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მიცემისათვის; სულიერი (შინაგანი, ფსიქოლოგიური) გახსნილობა – საკუთარ შინაგან სამყაროში ადამიანის შეშვებისათვის მზაობა, მზაობა პირადი მიმართების, საკუთარი ნამდვილი აზრებისა და შეფასებების გამოხატვისათვის; გულახდილობა – ადამიანისთვის საკუთარ აზრთა და გრძნობათა სამყაროს, რაც სხვებისთვის ფარულია, გახსნისათვის მზაობა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.