როგორც ზოგადი (ინტელექტუალური), ისე სპეციალური უნარების განვითარების უმაღლესი დონე. გენიალურობის არსებობის შესახებ საუბარი შეიძლება მხოლოდ პიროვნების მიერ შემოქმედებით საქმიანობაში ისეთი შედეგების მიღწევის შემთხვევაში, როცა ეს შედეგები საზოგადოების ცხოვრებაში, კულტურის განვითარებაში შეადგენს ეპოქას. მასწავლებელზე და საგანმანათლებლო სისტემაზე, რომელშიც ჩართულია განსაკუთრებული მონაცემების ბაშვი, ბევრადაა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა იგი თავისი პოტენციალის რეალიზებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.