შემეცნების მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას, ერთტიპიური მახასიათებლების (გენერალური ერთობლიობის) მქონე ელემენტების სიმრავლის გამოყოფისა და ანალიზის ერთეულის შერჩევის საფუძველზე შესწავლილ იქნას ამ ელემენტების მასივები (სისტემები). გენერალური ერთობლიობა მოიცავს იმ ელემენტებს, რომლებიც შეესაბამება მოცემული ელემენტის მუშა განსაზღვრას. ნიშნები და თვისებები, რომლებიც ერთობლიობის ელემენტს ანიჭებენ განუმეორებლობასა და განსაკუთრებულობას, ელიმინირდებიან. მიმდინარეობს ობიექტისა (გენერალური ერთობლიობის) და სისტემის ანალიზის ერთეულის ფორმალიზაცია. მაგალითად, სოციოლოგიაში დამუშავებულია საქალაქო ოჯახის (გენერალური ერთობლიობის – „საქალაქო ოჯახი“ ელემენტი) სოციალური კეთილდღეობის ანალიზი (ანალიზის ერთეული). გენერალიზაციის მეთოდი უპირისპირდება კვლევის შერჩევით მეთოდს, რომლის თანახმადაც გენერალური ერთობლიობის ნიშნების განაწილების ხასიათის შესახებ დასკვნა კეთდება რომელიღაც მისი ნაწილის შესწავლის საფუძველზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.