გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გენ გერ გეშ

გენეტიკური (ბიოლოგიური) მეხსიერება

მეხსიერების სახე, რომელიც განპირობებულია მემკვიდრეობითობის მექანიზმით. ეს არის „საუკუნეთა მეხსიერება“, ადამიანის, როგორც სახის, უზარმაზარი ევოლუციური პერიოდის ბიოლოგიურ ხდომილობათა მეხსიერება. იგი ინახავს ადამიანის მიდრეკილებას ქცევის გარკვეული სახისა და ქმედების ნიმუშებისკენ კონკრეტულ სიტუაციებში. ამ მეხსიერების მეშვეობით გადაეცემა ელემენტარული თანდაყოლილი რეფლექსები, ინსტინქტები და ადამიანის ფიზიკური იერსახის ელემენტებიც კი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9