გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გენ გერ გეშ

გერონტოლოგია

Gk.
(épuv მოხუცი + évos მოძღვრება) – მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის დაბერების ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მის მიზეზებსა და მასთან ბრძოლის (გაახალგაზრდავების) ხერხებს. წარმოიშვა მეოცე საუკუნის დასაწყისში. გერონტოლოგიის ნაწილებია: გერიატრია – მოძღვრება იმ დაავადებათა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ინვოლუციურ ცვლილებებთან, ასევე, ხანში შესულობისა და მოხუცებულობის ასაკში დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის თავისებურებები; გეროჰიგიენა – მოძღვრება, რომელიც სწავლობს უფროსი ასაკობრივი ჯგუფების ადამიანთა ზოგადი და სპეციალური ჰიგიენის საკითხებს და გერონტოფსიქოლოგია – მოძღვრება, რომელიც სწავლობს ასეთი ასაკის ადამიანთა ფსიფოლოგიურ-ქცევით თავისებურებებს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9