გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გენ გერ გეშ

გეშტალტთერაპია

  1. ადამიანზე ფსიქოთერაპიული ზემოქმედების მეთოდებისა და პროცედურების სისტემა, სადაც ეს მეთოდები და პროცედურები დამყარებულია გეშტალტფსიქოლოგიის თეორიაზე. გეშტალტთერაპიის მთავარი პრინციპია:
  2. ადამიანის მიერ თავისი თავის, სხვა ადამიანებისა და მთელი დანარჩენი სამყაროს უპირობო მიღება ისეთებისა, როგორებიც ისინი არიან;
  3. ადამიანის არსებული მდგომარეობის აღქმა და შეფასება როგორც სავსებით სრულყოფილისა, რომელიც არ საჭიროებს შეცვლას ან გაუმჯობესებას. ამ ბოლო დროს გეშტალტთერაპია იპყრობს არა მარტო ფსიქოლოგების, არამედ პედაგოგების ყურადღებასაც, იმიტომ, რომ ფსიქოთერაპიის მეთოდები სულ უფრო და უფრო მეტად ერთვება აღსაზრდელებთან პედაგოგების ურთიერთქმედების ხერხების არსენალში.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9