საზღვარგარეთ სწავლების ფინანსირების პროგრამა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩაირიცხებიან საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს პროგრამა იძლევა საშუალებას: საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და დახმარება შრომით მოწყობაში, არჩეული პროფესიის მიხედვით; საქართველოს დამსაქმებლებმა მონახონ და მოიწვიონ სამუშაოზე მაღალკვალიფიცირებული და მსოფლიო დონის მაღალკონკურენტუნარიანი სპეციალისტები. პროგრამა ორიენტირებულია საქართველოს განათლების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.