პედაგოგიკაში–ეს ის შემეცნებითი ფუნქციებია, რომლებიც მიმართულია მოსწავლეთა შემეცნებითი და სულიერი სფეროების, მოტივებისა და ინტერესების, ნიჭისა და უნარების, ხასიათებისა და ემოციონალურ მდგომარეობათა მუდმივი შესწავლისაკენ, მოსწავლეთა შესწავლა (დიაგნოსტირება) განათლების ყველა სუბიექტის სისტემაში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამომუშავებისა და მიმართებათა დამყარების საფუძველია. მასწავლებლის გნოსტიკურობითი ფუნქცია, რომელიც ხორციელდება როგორც მოსწავლეთა დიაგნოსტირების სისტემა, უზრუნველყოფს კვლევით მიდგომას მოსწავლეთა შემეცნებითი პროცესებისადმი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.