განსჯის, აზროვნების უნარი, ჭკუის განვითარების ხარისხი, საზრიანობა. ეს არის ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს აზროვნებითი საქმიანობის უმაღლეს ტიპს, საერთოდ აზროვნების უნარს, უნარს ანალიზის, აბსტრაჰირებისა და განზოგადების. გონების მოქმედება, როგორც საყოველთაოს გააზრიანება, მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის მეტყველებასთან (ენასთან), რაც ერთ ნიშანთან ამაგრებს (ამტკიცებს) განუსაზღვრელი რაოდენობის ნამდვილ და შესაძლო (გარდასულ, დღევანდელსა და მომავალ) მოვლენას, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია ან ერთგვაროვანი. თუ განვიხილავთ ენობრივ ნიშანს მის მთლიანობაში, მასთან ერთად, მისგან განუყოფლად, რასაც ის გამოხატავს, მაშინ შეიძლება ვაღიაროთ, რომ გონებრივი აზროვნების ნამდვილი არსი გამოიხატება სიტყვებში, რომელთაგან გონებრივი (გონებითი) ანალიზის საშუალებით გამოიყოფა მისი სხვადასხვა ფორმა, ელემენტები და კანონები. ტვინი, ჭკუა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.