გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გონ

გონებრივი აღზრდა

აღმზრდელთა მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეთა გონებრივი ძალებისა და აზროვნების განვითარებაზე. ეს არის გონებრივი ძალებისა და აზროვნების განვითარების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ყველა შესაძლო ცხოვრებისეული გავლენებისა და ზეგავლენების ჯამის შედეგად. გონებრივი აღზრდისა და განვითარების განსაზღვრაში შედის აზროვნებისა და გონებრივი ძალების ცნებები. აზროვნება წარმოადგენს ადამიანის მიერ ობიექტური სამყაროს საგნების, მოვლენებისა და პროცესების გაშუალებულ და განზოგადებულ შემეცნებას მათ არსებით კავშირებსა და მიმართებებში, არის ტვინის საქმიანობის პროდუქტი. გონებრივმა აღზრდამ უნდა უზრუნველყოს პიროვნების ინტელექტუალური კულტურის, შემეცნებითი მოტივების, გონებრივი ძალებისა და აზროვნების განვითარების ერთმთლიანი პროცესი, რომელიც მსოფლმხედველობის ფორმირებასთან ერთად მიმდინარეობს.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9