გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გრა

გრადიენტი

L.
(gradiens მოსიარულე)რაიმე ფიზიკური სიდიდის სივრცეში ზრდის ან კლების საზომი (სიგრძის ერთეულით გადანაცვლების პირობებში). გრადიენტის ცნება გამოყენებას პოულობს არა მარტო ფიზიკაში, არამედ ფიზიკისაგან დაშორებულ მეცნიერებებშიც. ზოგჯერ ეს გამოყენება რაოდენობრივ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ კი ხარისხობრივს. მაგალითად, კონცენტრაციის გრადიენტი გახსნილი ნივთიერების კონცენტრაციის მატება ან კლება რომელიმე მიმართულებით, ტემპერატურის გრადიენტი გარემოს ტემპერატურის მატება ან კლება რომელიმე მიმართულებით და ასე შემდეგ.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9