ამ დროს ემბრიონი და თესლი წარმოიშობა არასქესობრივი გზით, რადგან მეიოზს და განაყოფიერებას ადგილი არა აქვს. განვითარებადი ემბრიონი ქრომოსომების რიცხვითა და გენეტიკური კონსტიტუციით დედის ორგანიზმის იდენტურია. ვეგეტაციური გამრავლება წარმოადგენს აპომიქსისურ პროცესს, რის შედეგადაც სქესობრივი პროცესი ან სრულიად ამოვარდნილია ან მისი ეფექტურობა ძლიერ არის შეზღუდული. ასე რომ მის ადგილას ერთვება რეპროდუქციული მექანიზმები.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.