მუტანტი, რომელშიც მაკოდირებელი კოდონის ადგილს იკავებს ნონსენს კოდონი ანუ სტოპ-კოდონი (უგა, უაგ ან უაა), რომელიც იძლევა სიგნალს პოლიპეპტიდის სინთეზის დასრულებისა და სინთეზის დროზე ადრე შეწყვეტის შესახებ. გენური მუტაცია, რომელიც იწვევს ტერმინატორი კოდონის წარმოქმნას აზრობრივი კოდონის ადგილას.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.