Gk. (pan– ყველაფერი, genesis – წარმოშობა) ჩ. დარვინის ჰიპოთეზის თანახმად (1868) მთელი ორგანიზმის ყველა უჯრედიდან გამოიყოფა უწვრილესი ნაწილაკები – ჰემულები, რომლებიც გადადიან სასქესო უჯრედებში და მონაწილეობას იღებენ ნიშნების მემკვიდრულობაში. ამ ნაწილაკებს აქვთ კვებისა და გაყოფით გამრავლების უნარი, რომლებიც უჯრედის გაყოფის დროს ნაწილდებიან შვილეულ უჯრედებში. ჰემულები ჩანასახოვან უჯრედებს გადასცემენ იმ უჯრედების ნიშნებს, რომელიც შესაბამისმა საწყისმა უჯრედებმა შეიძინეს განვითარების პროცესში. ჩ. დარვინს კარგად ესმოდა ამ ჰიპოთეზის გონებამახვილური ხასიათი, ამიტომ მას “დროებითი ჰიპოთეზა” უწოდა.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.