ნივთიერება სიმსივნური უჯრედის ბირთვში, რომელიც მოგვაგონებს ბირთვაკის ნივთიერებას, მაგრამ მისგან განსხვავდება ლოკალიზაციიის მიხედვით. ფიქსირებულ მასალაზე ინტერფაზულ ბირთვში პარაქრომატინი იღებება დიფუზურად ან აქვს წვრილმარცვლოვანი ან ზოგჯერ მკვეთრად განსხვავებული პარაქრომატინული სხეულაკების სახე (Orisand Koprowski, 1956).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.