z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პათ პან პაპ პარ პატ პაქ

პართენოგენეზი

  1. E. parthenogenesis (Owen, 1849)
    სქესობრივი გამრავლების კერძო ფორმა, რომლის დროსაც გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან ვითარდება ორგანიზმი (ვინკლერი, 1908) ანსხვავებენ: 1. სომატურ ანუ დიპლოიდურ პართენოგენეზს.
  2. გენერაციულ ანუ ჰაპლოიდურ პართენოგენეზს. იმაზე დამოკიდებულებით, თუ კვერცხუჯრედი განვითარების დაწყების დროს ქრომოსომის რა რაოდენობას შეიცავს რედუცირებულს თუ არარედუქცირებულს. ციტოლოგიური თვალსაზრისით ყოფენ: 1. გენერაციულ ანუ ჰაპლოიდურ პართენოგენეზად, როცა პართენოგენეზური ინდივიდი ვითარდება ისეთი კვერცხიდან, რომელშიც მოხდა ქრომოსომთა რაოდენობის რედუქცია და ატარებს ქრომოსომთა აზიგოტურ (ჰაპლოიდურ რაოდენობას); 2. სომატური პართენოგენეზი, რომლის დროსაც პართენოგენეზურ ინდივიდებს აქვთ ზიგოტური - ქრომოსომთა დიპლოიდური რაოდენობა.
    Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9