ქალწულებრივი გამრავლება, ე.ი. უთესლო ნაყოფების წარმოქმნა: კვერცხის განვითარების ხელოვნური სტიმულაციით (სტიმულაციური პართენოკარპია, როდესაც ნაყოფის წარმოქმნისათვის საჭიროა დინგის გაღიზიანება უცხო მტვრით (მაგ.: ვაშლის მტვერს აქვს უნარი გამოიწვიოს პართენოკარპია მსხალში, პომიდორის მტვერს ბადრიჯანში და ა.შ.) ან დაუმტვერავად სტიმულაციის გარეშე.
განაყოფიერების პროცესის გამოვარდნა შეუთავსებლობასთან დაკავშირებით.
ემბრიონის განვითარების ამოვარდნა ზიგოტური სტერილობის შედეგად.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.