(კომბინაციური კვადრატი) (ინგლ. checker board) – პენეტის მიერ შემოთავაზებული მეთოდი – შეჯვარების დროს მემკვიდრული ფაქტორებისა და მათ მიერ განსაზღვრული ნიშნების ქცევის თვალსაჩინო წარმოდგენისათვის. მდედრობითი გამეტები განლაგებულია კვადრატის ერთ და მამრობითი გამეტები კვადრატის მეორე მხარეს, ხოლო კვადრატის შიგნით უჯრედებში მიღებული შედეგები.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.