z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პლა პლე

პლაზმონი

  1. plasmone, 1924
    კრებითი ცნებაა უჯრედის ყველა არაქრომოსომული მემკვიდრული ელემენტებისათვის.
  2. უფრო ვიწრო გაგებით პლაზმონი წარმოადგენს ციტოპლაზმური მემკვიდრულობის მატარებელთა ერთობლიობას და მას აგრეთვე ტერმინ-პლაზმოტიპითაც აღნიშნავენ. ვეტშტეინის მიხედვით (1937) პლაზმონი არის პლაზმის აქტიური ჰომოგენური მასა, რომელიც არ შეიცავს ბირთვული გენების ტიპის ელემენტებს და პლასტიდების ტიპის სტრუქტურულ ელემენტებს. ვარაუდობენ, რომ პლაზმონის გენეტიკური დეტერმინანტები წარმოადგენენ აუტორეპროდუქციის უნარის მქონე ცილოვან ნაწილაკებს, რომლებიც არ არიან ერთმანეთის იდენტურები და სომატური გაყოფის დროს შვილეულ უჯრედებს შორის ნაწილდებიან.
    Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9