z

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ აუ აქ
ამბ ამი ამნ ამპ ამფ

ამფიდიპლოიდი

ორგანიზმი, რომელიც წარმოიშობა სახეთაშორისი ჰიბრიდიზაციის გზით და აქვს ქრომოსომების ორი დიპლოიდური ნაკრები; სახეთაშორისი ჰიბრიდების უმეტესობა უნაყოფოა იმიტომ, რომ მათ მიერ მიღებული ქრომოსომები სხვადასხვა მშობელს მიეკუთვნება, ამიტომ ვერ კონიუგირებენ მეიოზის დროს და ვრცელდებიან უწესრიგოდ, სწორედ ამიტომ მეიოზის პროდუქტი უნაყოფოა. მაგრამ თუ ასეთ ჰიბრიდში გაორმაგდება ქრომოსომები, ასეთ ჰიბრიდებში მეიოზი ნორმალურად მიმდინარეობს, რადგან ტეტრაპლოიდ ჰიბრიდს აქვთ ორვე მშობლის ქრომოსომების ორმაგი რაოდენობა. მეიოზის დროს ქრომოსომები კონიუგირებენ თავის ჰომო-ლოგიურ ქრომოსომებთან და სწორად ნაწილდებიან წარმოქმნილ გამეტებში ანაბიოზი – ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც ყველა სასიცოცხლო პროცესი შესუსტებულია.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9