ქრომოპლასტები – ანუ ყვითელი, ყავისფერი, წითელი პლასტიდები. შეიცავენ კაროტინსა და ქსანტოფილს. ხშირად განაპირობებენ ყვავილისა და ნაყოფის შეფერილობას. პლასტიდები მაღალორგანიზებულია და აქვს ნატიფი, მისი ფუნქციის შესაბამისი სტრუქტურა. ნახევრადგამტარი გარსი აკრავს სტრომას და მის ძირითად ნივთიერებას, რომელიც სინათლის მიკროსკოპში ჰომოგენურად გვეჩვენება. პლასტიდების ფიზიოლოგიური სტრუქტურა შედგება ქლოროფილისა და გრანებისაგან. პლასტიდი შეიძლება განვიხილოთ როგორც მემკვიდრულობის ინფორმაციის მატარებელი.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.