ნიშანი, რომელიც განაპირობებულია მრავალი გენით, რომელთაგან თითოეული მათგანი ნიშნის განვითარებაზე სუსტად მოქმედებს, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება ჯამდება და ნიშანი მკვეთრად ვლინდება იმ შემთხვევაში თუ პოლიგენური გენები რაოდენობრივ ნიშნებზე მოქმედებენ, როგორიცაა ზომა, წონა, სიმაღლე, პიგმენტაცია. მაგრამ თუ თვისობრივ ნიშნებზე მოქმედებენ, მაგალითად როგორიცაა ფორმა, ამ სემთხვევაში საკმარისია გენოტიპში ერთი პოლიმერული გენი იყოს, რომ ნიშანი მკვეთრად გამოვლინდეს.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.