მრავალი ემბრიონის წარმოშობა თესლში. ლებეგი (1952), (დოგე 1953 წ). ანსხვავებენ ცრუ და ჭეშმარიტ პოლიემბრიონიას. პირველ შემთხვევაში (ცრუ) მრავალჩანასახიანობა წარმოიქმნება: ა. რამდენიმე თესლ-კვირტის შერწყმით; ბ. ნუცელიუსის გაყოფით; გ. მრავალუჯრედიანი არქესპორების ემბრიონალური პარკის წარმოშობით. მეორე შემთხვევაში დამატებითი ემბრიონები წარმოიქმნება ნუცელიუსის უჯრედისაგან ან ინტეგუმენტისაგან.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.