z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პოლ პოპ პოს პოტ

პოლიპლოიდია

polyploidy. Winkler, 1916
გენომური მუტაციაა, რომელიც დაკავშირებულია ქრომოსომთა რიცხვის ჯერად გადიდებასთან. პოლიპლოიდია წარმოიქმნება სპონტანურად ან გამოიწვევა ექსპერიმენტალურად. ერთი სახეობის ქრომოსომთა რიცხვის ჯერად გადიდებას, ავტოპოლიპლოიდია ეწოდება. სხვადასხვა სახეობის ქრომოსომთა ნაკრების გაერთიანებას ან გაორმაგებას – ალოპოლიპლოიდია. ფართო გამოყენება ჰპოვა ავტოპოლიპლოიდებმა. ისინი საწყის – დიპლოიდურ ფორმებთან შედარებით რიგი თავისებურებებით ხასიათდება: უჯრედის, ფოთლების, ყვავილების, ნაყოფების გადიდება და საერთოდ ვეგეტაციური მასის გაზრდა, რომელიც ხშირად გვიან მწიფადობასთან არის დაკავშირებული. ამასთან ავტოპოლიპლოიდების ნაყოფიერება ხშირად დაქვეითებულია. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ქრომოსომთა რიცხვის ინდუცირებული გაორმაგება უფრო ეფექტურია ჯვარედინამტვერიებში, ვიდრე თვითმტვერიებში.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9