z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პოლ პოპ პოს პოტ

პოლიპლოიდიზაცია

  1. პოლიპლოიდური უჯრედებისა და ორგანიზმის წარმოქმნა იმის და მიხედვით, თუ რომელ უჯრედში და როგორ ხდება პოლიპლოიდიზაცია. არჩევენ შემდეგ ტიპებს: 1. მიტოზური პოლიპლოიდიზაცია, როცა გაორმაგებულ ქრომოსომთა რაოდენობას თან არ სდეგს ციტოკინეზი. მიტოზური პოლიპლოიდიზაცია იწვევს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში ქრომოსომთა რიცხვის მიხედვით ქიმერული ინდივიდების წარმოშობას.
  2. ენდომიტოზური პოლიპლოიდიზაცია, როცა ქრომოსომული ნაკრების გადიდება ხდება ენდომიტოზის მეშვეობით.
  3. ზიგოტური პოლიპლოიდიზაცია, თუ ზიგოტის პირველი მიტოზური დაყოფის დროს ციტოკინები არ ხდება, ამ შემთხვევაში ჩანასახის ყველა უჯრედი და მისგან განვითარებული ინდივიდი პოლიპლოიდური იქნება.
  4. მეიოზურ პოლიპლოიდიზაცია, როცა მეიოზში ქრომოსომების განურიდებლობის შედეგად წარმოქმნილ გამეტაში ქრომოსომები დიპლოიდური რაოდენობითაა. ასეთი გამეტის ნორმალურ გამეტასთან შერწყმისას, წარმოიქმნება პოლიპლოიდური (ტრიპლოიდური ზოგოტა).
    Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9