მონათესავე სახეობების ჯგუფები, რომლებშიც ქრომოსომთა რიცხვის ჯერადი გადიდება ხდება აღმავალი გზით. პოლიპლოიდური რიგების ქრომოსომების საწყისი ნაკრების წყვილად რაოდენობას ეწოდება ბალანსური პოლიპლოიდია. (2X – დიპლოიდია, 4X – ტეტრაპლოიდია, 6X – ჰექსაპლოიდია და ა.შ.) ქრომოსომათა ძირითად რიცხვთა კენტი რაოდენობით მატებას ეწოდება არაბალანსური პოლიპლოიდური რიგები (3X – ტრიპლოიდური, 5X პენტაპლოიდური, 7X – ჰეპტაპლოიდური. მაგ. Tricitum -ის გვარის ქრომოსომათა ძირითადი რიცხვი 7-ია, ხოლო პოლიპლოიდური რიგები ქრომოსომათა ბალანსური ტიპით არსებობს. 2n=14 – დიპლოიდური (Tr. monococcun,, 2n=28 (4X ტეტრაპლოიდური) დურუმ 2n=42 (6X ჰექსაპლოიდური) Tr. Sativum და ა. შ.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.