z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პოლ პოპ პოს პოტ

პოლისპერმია

ჩანასახოვან პარკში ან კვერცხუჯრედის პლაზმაში ერთდროულად ორზე მეტი სპერმის შეჭრის მოვლენა, რომელთაგან როგორც წესი, მხოლოდ ერთი ანაყოფიერებსკვერცხუჯრედის ბირთვს. ჭეშმარიტი პოლისპერმიის მოვლენა აღმოჩენილი არ არის. ზოგჯერ შეიმჩნევა ჩანასახოვან პარკში რამდენიმე სამტვრე მილის შეჭრა დამატებითი სპერმით, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი უკავშირდება ჩანასახის. პარკის სხვა უჯრედებს – ანტიპოდებსა და სინერგიდებს და წარმოიქმნება მრვალი ემბრიონი. მცენარეებში სხვა მოვლენაც შეიმჩნევა, როცა ჩანასახოვან პარკში შეიჭრება ერთი სამტვრე მილი და უკვე ფორმირებული სპერმიების ერთი ან რამდენიმე მიტოზური გაყოფის შედეგად მრავალი სპერმია წარმოიქმნება.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9