z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პოლ პოპ პოს პოტ

პოლიტენიის ჰიპოთეზა

ჰიპოთეზა გიგანტური ქრომოსომის აგებულებისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ. ჰიპოთეზის თანახმად, გიგანტური ქრომოსომა შედგება ფიბრილების კონებისაგან, რომლებიც წარმოიქმნებიან დესპირალიზებული მიტოზური ქრომოსომების გაჭიმვისა და თანმიმდევრული ენდომიტოზური გაყოფის შედეგად, რომელსაც თან სდევს ქრომოსომის დაცილება, პოლიტენურ ქრომოსომაში მუქი და ბაცი განივი ზოლები (დისკები) განიხილება როგორც სიგრძივი ელემენტებისა და მასთან დაკავშირებული ქრომომერების ზუსტი შეთანაწყობის შედეგი. მიკროსკოპში მოსჩანს როგორც განივი დისკები ანუ ზოლები.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9