z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პრე პრი პრო

პროპლასტიდები

ქლოროპლასტების განვითარების პირველადი სტადია მერისტემასა და პოსტმერისტემაში. პ. სხვა უჯრედული ნაწილებისგან იმით განსხვავდება, რომ თავის შიგნით შეიცავს დისკოსებრ გრანებს. გრანებში არის ღებვადი ნივთიერება როდამინ B, მისი აღმოჩენა შეიძლება მიკროსკოპით. პირველადი გრანი შედგება 180Ǻ მქონე ზომის სფერული ფორმის ელემენტარული ერთეულებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან დაახლოებით 450Ǻ არიან დაშორებულები და ძაფისებურ სტრუქტურაზე ხაზობრივად არიან განლაგებულნი. ეს ძაფები მიკროსკოპში ბრტყელმესერიან ფირფიტებად მოსჩანს. ხეიტცის მონაცემების მიხედვით, მას მესრისებრი კრისტალური სტრუქტურა აქვს და წარმოადგენს ქრომონუკლეოპროტეიდულ კომპლექსს. ვარაუდობენ, რომ პირველად გრანს აქვს იდენტური ავტორეპროდუქციის უნარი და ამიტომ განიხილება როგორც მემკვიდრეობის განუწყვეტელი ელემენტი.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9