უჯრედის ყველა შემადგენელი ნაწილის ერთობლიობა ბირთვით უჯრედის გარსის გარდა, როგორც ყველა ცოცხალი უჯრედის ძირითადი შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა ნივთიერების კოლოიდურ ნარევს, რომელთა შორის პირველ ადგილზეა ცილები. ცილების გარდა პროტოპლაზმაში გვხვდება სხვადასხვა ნახშირწყლები, ლიპიდები, მინერალური ნივთიერება და ფერმენტები. ჩვეულებრივ პირობებში პროტოპლაზმა არის უფერო, ნახევრადგამჭირვალე, აქვს სუსტი ტუტე რეაქცია და დიდი სიბლანტე. ფიზიკურად პროტოპლაზმა წარმოადგენს ფაშარბადისებრ სტრუქტურას, რომელიც ცილოვანი ნივთიერებისაგანაა შედგენილი.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.