z

პა პე პი პლ პო პრ პტ პუ
პრე პრი პრო

პროფაზა

მიტოზური და მეიოზური გაყოფის პირველ ფაზა პრაფაზაში იწყება ქრომოსომების სპირალიზაცია და დამოკლება, იზრდება ქრომოსომების ხილვადობა და მთავრდება მეტაფაზის დაწყებით. მიტოზურ ფაზასთან შედარებით მეიოზური პროფაზა გახანგრძლივებულია ქვეფაზებით: ლეპტონემა, ზიგონემა, პაქინემა, დიპლონემა, დიაკინეზი. პროფაზური შხამი – ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც აბრკოლებს პროფაზის გადასვლას მეტაფაზაში. პროფაზური შხამი კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით პროფაზაში დაბრკოლებულ უჯრედს ან კლავს, ან ქრომოსომების დესპირალიზაციის შემდეგ იწვევს ინტერფაზისაკენ მის დაბრუნებას.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9