პირველი ვირუსი, რომლის ონკოგენური უნარი დამტკიცებული იყო 1911 წელს, პეიტონ რაუსის მიერ (ნიუ-იორკი როკფელერის უნივერსიტეტი). ეს ვირუსი მიღებული იყო პლიმუტროკის ჯიშის ქათმის გულმკერდის კუნთის სიმსივნიდან (მიოსარკომა).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.