1970 წელს ამერიკელი მკვლევარების ტიომინისა და ბალტიმორის მიერ აღმოჩენილი იყო რნმ წარმოებული დნმ პოლიმერაზა. ცნობილია, რომ დნმ შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას, ხოლო რნმ შუამავალია, რომელზეც გადაიწერება ეს ინფორმაცია. ამ ფერმენტს აღმოაჩნდა უკუმიმართულებით სინთეზის უნარი. ამიტომ მას უწოდეს უკუტრანსკრიპტაზა ანუ რევერტაზა. დნმ → რნმ → ცილა. რევერტაზის მოქმედებით კი შეიცვალა დნმ → რნმ → ცილა.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.