X ქრომოსომებისა და აუტოსომების რაოდენობრივი თანაფარდობის აუცილებელი გამოხატულება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სქესის დიფერენცირებისათვის მწერებში (განსაკუთრებით – დროზოფილაში). ის გამოიყენება X ქრომოსომების რაოდენობისა და აუტოსომების რაოდენობის თანაფარდობის განსასაზღვრავად. დროზოფილაში 0.5 ინდექსი აქვს მამრს (X:2A)=0.5 1.0 ინდექსი კი მდედრს (2X:2A)=1; 0.33 – ზემამრს; 1.5 – ზემდედრს.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.