წყვილი ქრომოსომა, რომელიც განსხვავებულია მდედრობითსა და მამრობით სქესში. ადამიანსა და ძუძუმწოვრებში მდედრობითი ორაგნიზმის უჯრედი შეიცავს ორ ჰომოლოგიურ X ქრომოსომას, მამრობითი უჯრედი შეიცავს ერთ x-სა და მეორე y – სასქესო ქრომოსომას. ზოგჯერ ერთ-ერთ სქესს აქვს მხოლობითი რიცხვი (X0). y – ქრომოსომა არაიშვიათად ინერტულია. იმ დროს როდესაც X ქრომოსომა ჰომოგამეტურ სქესში ორმაგია – XX; სხვა გენებთან ერთად შეიცავს სქესის რეალიზატორებს. ჰეტეროგამეტურ სქესში ერთი X ქრომოსომაა (xy, xo).
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.