მეცნიერება მცენარეთა ახალი ჯიშების გამოყვანის შესახებ. შეისწავლის საწყისი მასალის შექმნის მეთოდებს (ჰიბრიდიზაცია, მუტაგენეზი და სხვა), ცვალებადობის და მემკვიდრეობის მოვლენებს ახალი ფორმების მისაღებად გადარჩევისა და ამ ფორმების შედარებითი შეფასების მეთოდებს, სელექციური პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. სელექციის თეორიული საფუძველია გენეტიკა თავისი მრავალრიცხოვანი განშტოებებით
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.