z

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ აუ აქ
ადე ადი ადრ

ადენოზინტრიფოსფატაზა

ფოსფატების ჯგუფის ფერმენტია, რომელიც ახდენს ადენოზინტრიფოსფორმჟავას დეფოსფორილებას; 1935 წელს აღმოაჩინა კუნთებში კ. ლომანმა, ვ. ენგელგარტმა და მ. ლიუბიმოვამ დაადგინეს, რომ ადენოზინტრი ფოსფატაზური აქტივობა დაკავშირებულია და განუყოფელია კუნთის ძირითად ცილასთან მიოზინთან. აღნიშნული ფერმენტის ზემოქმედებით ატფსაგან წყდება ფოსფორმჟავს ერთი მოლეკულა და წარმოიქმნება ადენოზინდიფოსფორმჟავა (ადფ). ატფ + H2O → ადფ + H3PO4 იმის გამო, რომ ატფ შეიცავს მაღალერგულ კავ- შირებს, მისი ჰიდროლიზის დროს ხდება მექანიკური ენერგიის ტრასფორმაცია კუნთური შეკუმშვის მექანიკურ ენერგიად. გარდა ადენოზიტროფოსფატაზისა, ცნობილია ადენილპიროფოსფატაზა (წყალხსნადი ატფ ასპირაზა). ასპირაზა ფართოდაა გავრცელებული ცოცხალ ორგანიზმთა (ადამიანი, მცენარეები, ცხოველები და მიკროორგანიზმები) ქსოვილებში.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9