z

სა სე სი სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სხ
სიბ სიკ სიმ სინ სის

სინერგიდები

ორი ჰიპლოიდური შვილეული უჯრედებია, რომელიც მოთავსებულია კვერცხის ორივე მხარეს მიკროპილურ ნაწილში. სინერგიდების ბირთვები კვერცხუჯრედის ბირთვებისაგან განსხვავებით მოთავსებულია იმ ადგილას, სადაც კონცენტრირებულია ციტოპლაზმის ძირითადი მასა. სინერგიდის ქვედა ნაწილში ვითარდება ვაკუოლი. სინერგიდები ხელს უწყობს მტვრის მილის მოძრაობას ჩანასახის პარკისაკენ და მათი გარსების გახსნას, რადგანაც შეიცავს ფერმენტებს: ციტაზას და პექტაზას, მტვრის მილის წვეროს შეხებისას სინერგიდებთან, ისინი იხსნება და მათი შემცველობა იღვრება ჩანასახის პარკში.
Source: ზოგადი და სამედიცინო გენეტიკის ლექსიკონი / ქეთევან გოგინაშვილი, შორენა შარია ; [რედ. აივენგო შათირიშვილი].საგამომცემლო ცნობები. თბილისი, 2011.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9